Friday, December 2, 2011

არქიტექტურა ჩვენს გვერდით

1.   პროექტის სახელწოდება: არქიტექტურა ჩვენს ირგვლივ
2.   პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიცნონ და შეისწავლონ მათ ქალაქში არსებული არქიტექტურული ძეგლები, მიღებული  ცოდნის საფუძველძე მოახდინონ მათი  შედარება.
3.   პროექტის მნიშვნელობა - აქტუალობა: პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან ფაქტებს აღმოაჩენენ, იმსჯელებენ იმ პრობლემებძე რაც თან სდევს წინა ეპოქებში შექმნილ არქიტექტურის ძეგლებს.
4.   პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთკომუნიკაციის და კვლევა- ძიების უნარი.
5.   მოსწავლეთა ასაკი: მე-8 კლასი, 13-14 წელი.
6.   პროექტის ხანგრძლივობა: 14 დღე.
7.   პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, კომპიუტერული პროგრამა PowerPoint, შესაბამისი ლიტერატურა, მიკროავტობუსი.
8.   საგანთან, საგნობრივ ჯგუფთან  კავშირი: ხელოვნება, ისტორია, მუსიკა.
9.   პროექტის მსვლელობა: 1. მოსწავლეები აწყობენ ლაშქრობას შორაპნის ციხეზე,სადაც იღებენ ფოტოებს პრეზენტაციისა და კედლის გაზეთისათვის.2. ჯგუფი იყოფა 3 ნაწილად და თვითოეული მუშაობს თემაზე „ ძველი, ახალი და თანამედროვე არქიტექტურა“ . 3. ჯგუფები იძიებენ ინფორმაციას ეპოქებზე, რომელშიც შეიქმნა ეს ძეგლები,სამშენებლო მასალებზე და  ტექნიკებზე. 4. იძიებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან , ქმნიან  პრეზენტაცის და კედლის გაზეთს.
10.               პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ჯიქურიძე-ქათამაძე.
11.                ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  tjiqerize@gmail.com
12.               http://tamarj.blogspot.com/

No comments:

Post a Comment